Accessibility links

logo-print

აშშ შეშფოთებულია აზერბაიჯანში შექმნილი ვითარებით


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, მარკ ტონერის განცხადებით, შეერთებული შტატები შეშფოთებულია აზერბაიჯანში 12 აგვისტოს ოპოზიციური მოძრაობის, რესპუბლიკური ალტერნატივის აღმასრულებელი მდივნის, ნატიგ ჯაფარლის დაპატიმრებით. „ამავე დროს, გვაშფოთებს აქტივისტების დაპატიმრების შესახებ გავრცელებული სხვა ცნობები. აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოვუწოდებთ გაათავისუფლოს ეს და სხვა აქტივისტები, რომლებიც ფუნდამენტური თავისუფლებების გამოყენებასთან კავშირში დააკავეს, დაიცვას მისი მოქალაქეების ფუნდამენტური თავისუფლებები და დაუშვას ღია და საჯარო დიალოგი ქვეყნის მიმართულების შესახებ, განსაკუთრებით 26 სექტემბერს დანიშნული რეფერენდუმის წინ, რომელზეც საკონსტიტუციო შესწორებას უნდა მისცენ ხმა“ - ნათქვამია განცხადებაში. იქვე გამოთქმულია მოწოდება საკონსტიტუციო შესწორებები ერთობლივი განხილვისთვის გაეგზავნოს ვენეციის კომისიის და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებს.

XS
SM
MD
LG