Accessibility links

logo-print

თურქეთი პატიმრებს ათავისუფლებს ციხეების გადატვირთვის შესამსუბუქებლად


თურქეთი გეგმავს 38,000-მდე პატიმრის გათავისუფლებას, რომლებიც ზედამხედველობის პროგრამის ფარგლებში მოექცევიან. ამ ნაბიჯის გადადგმა საჭირო გახდა გასული თვის არშემდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ ციხეების გადატვირთვის შესამსუბუქებლად. თურქეთის იუსტიციის მინისტრმა, ბეკირ ბოსაგმა 17 აგვისტოს ტვიტერით გაავრცელა ცნობა, რომ უკვე დამტკიცდა მთავრობის ბრძანება პატიმართა გათავისუფლების შესახებ. მინისტრის თქმით, ეს ზომა შეეხება მხოლოდ იმ პატიმრებს, რომლებმაც დანაშაულები 1 ივლისამდე ჩაიდინეს და არ მოიცავს მათ, ვისაც პატიმრობა მკვლელობის, ტერორიზმია ან სახელმწიფო უსაფრთხოების დარღვევისთვის მიესაჯა. ბოსაგი ხაზგასმით აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი არ წარმოადგენს „ამნისტიას“. თურქეთის ციხეები უწინაცგადატვირთული იყო, ივლისში განხორციელებული სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ კი კიდევ 35,000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს და ათი ათასობით პირი სამსახურებიდან დაითხოვეს. თურქეთის მთავრობა გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს ამჟამად აშშ-ში მცხოვრებ სასულიერო პირს, ფეთულა გიულენს - რომელიც ყველა ბრალდებას უარყოფს. 15 ივლისს, გადატრიალების მცდელობას 240-მდე ადამიანი შეეწირა.

XS
SM
MD
LG