Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი: აშშ კოსოვოს ხალხის გვერდით იდგება


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ „კოსოვოს ხალხის გვერდით იდგება“ და დასძენს - „თქვენ თუ მოიპოვებთ წარმატებას, ეს რეგიონის წარმატებაც იქნებაო“. ბაიდენი ამ განცხადებებით კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში გამოვიდა 17 აგვისტოს, კოსოვოს პრეზიდენტ ჰაშიმ ტაჩისთან და პრემიერ-მინისტრ ისა მუსტაფასთან შეხვედრების შემდეგ. ბაიდენი კოსოვოს მოუწოდებს განახორციელოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება კოსოვოსა და სერბიას შორის, რომელიც კავშირების ნორმალიზებას ითვალისწინებს. ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპული ოჯახი მიიღებს „დემოკრატიულ, მულტიეთნიკურ კოსოვოს“. ბაიდენის განცხადებებამდე სიტყვით ტაჩი გამოვიდა და მისი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მიზანი უწოდა სერბიასთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებას. ტაჩის განცხადებით, კოსოვო არ დარჩება „წარსულის ტყვედ“. 16 აგვისტოს ბაიდენმა სერბიის ლიდერებთან გამართა მოლაპარაკება. კოსოვომ 2008 წელს ცალმხრივად გამოაცხადა დამოუკიდებლობა სერბიისგან და სერბია მას ოფიციალურად არ აღიარებს.

XS
SM
MD
LG