Accessibility links

პერევისას ღია საჯარო სივრცე


18 აგვისტოს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე, რომელიც ჭიათურის რაიონის სოფელ პერევისაში ღია საჯარო სივრცის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორია. პერევისას ღია საჯარო სივრცე მეორე წელია ფუნქციონირებს როგორც თვითორგანიზებადი ღია საგანმანათლებლო პლატფორმა. პლატფორმის მიზანია, ერთი მხრივ, ადგილობრივ მცხოვრებთა ჩართვა არაფორმალურ საგანმანათლობლო პროგრამებში და მათი გააქტიურება, მეორე მხრივ, ხელოვნებით, ფილოსოფიითა და სხვა დისციპლინებით დაინტერესებული და მოტივირებული ადამიანებისთვის ღია სადისკუსიო და სამუშაო სივრცის შექმნა. პერევისას ღია საჯარო სივრცე უკვე მეორე წელია ფუნქციონირებს და ორგანიზებას უწევს ამ დრომდე მხოლოდ საზაფხულო ბანაკებს. სამომავლოდ ამ პრაქტიკის საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გადატანაც იგეგმება. რა სიძნელეები ახლავს და რა ხიბლი აქვს არაფორმალურ, თვითორგანიზებად საგანმანათლებლო საჯარო სივრცეებს, რამდენად შესაძლებელია ადგილობრივების ჩართვა ამ ტიპის ინსტიტუციების მუშაობაში და რამდენად განსაზღვრავს ადგილობრივი რეალობა საჯარო სივრცეების ხასიათსა და სპეციფიკას - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG