Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მძღოლებს შეეძლებათ მანქანების შემოწმება რადიაციულ დაბინძურებაზე


ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ დანერგა ახალი ტიპის მომსახურება, რომლის თანახმად, დაინტერესებულ პირებს, შეეძლებათ რადიაციულ დაბინძურებაზე შეამოწმონ თავიანთი ავტომანქანები. სამინისტროს ცნობით, იაპონიიდან იმპორტირებული მანქანების რადიაციული კონტროლი ხორციელდება საერთაშორისო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე თანამედროვე რადიაციული მონიტორინგის პორტალებით. მიუხედავად ამისა, როგორც სამინისტროში აცხადებენ, „მაინც დიდია მოსახლეობის ინტერესი, პირადად დამატებით გადაამოწმონ საკუთარი ავტომანქანები რადიაციულ დაბინძურებაზე. უწყების ინფორმაციით, უკვე შემოწმდა რამდენიმე ავტომანქანა. რადიაცული დაბინძურების ფაქტი არ გამოვლენილა.

XS
SM
MD
LG