Accessibility links

logo-print

დეპუტატი როლანდ ახალაია დამნაშავედ ცნეს


უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო დეპუტატი როლანდ ახალაია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ დამოუკიდებელ ეპიზოდში და, ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონისა და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოო სასჯელის ზომად განუსაზღვრა ჯარიმა 30 ათასი ლარის ოდენობით. მასვე ორი წლითა და სამი თვით ჩამოერთვა საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება. საქმე ეხება პერიოდს, როცა როლანდ ახალაია სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის თანამდებობაზე მუშაობდა. გამამტყუნებელი განაჩენი განსახილველად გაეგზავნა პარლამენტს. „ინტერპრესნიუსს“ მოჰყავს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანმის სიტყვები იმის თაობაზე, რომ კომიტეტი საკითხს რეგლამენტით დადგენილ ვადაში განიხილავს და მიიღებს დასკვნას ახალაიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება პარლამენტში უახლოეს სესიაზე მოხდება.

XS
SM
MD
LG