Accessibility links

logo-print

თბილისის მერიასთან შიმშილობს „პარტიზანი მებაღე“ ნატა ფერაძე


თბილისის მერიასთან შიმშილობას განაგრძობს მოძრაობა „პარტიზანი მებაღეების“ ხელმძღვანელი ნატა ფერაძე. საპროტესტო აქცია გუშინ საღამოს დაიწყო ყაზბეგის გამზირის 24 ნომერში ხეების მოჭრის გამო. „პარტიზანი მებაღეები“ მოითხოვენ, თანამდებობებიდან გადადგნენ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელები, შეიცვალოს ამ სამსახურის სტრუქტურა და დაიწყოს თბილისში ხეების მოჭრის ათობით ფაქტის გამოძიება. დღეს, 19 საათზე, გაიმართება საპროტესტო აქცია ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, საიდანაც მოეწყობა მსვლელობა თბილისის მერიისკენ.

XS
SM
MD
LG