Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ თურქეთში ორი აფეთქების შედეგად 5 პოლიციელი დაიღუპა


ორი დანაღმული ავტომობილი აფეთქდა აღმოსავლეთ თურქეთის ქალაქებში მდებარე პოლიციის შენობების წინ. 18 აგვისტოს დილით პირველი აფეთქება მოხდა ქალაქ ვანის პოლიციის შტაბის წინ, სადაც ორი პოლიციელი და ერთი მოქალაქე დაიღუპნენ. გავრცელებული ცნობით დაშავებულ პოლიციელთა და მოქალაქეთა რაოდენობა ჯამში 73-ს შეადგენს. რამდენიმე საათის შემდეგ, აფეთქება ელაზიღის პოლიციის შტაბის წინ მოხდა, სადაც სამი პოლიციელი დაიღუპა და 150 კაცი დაიჭრა. ორივე ქალაქის ადგილობრივი ხელისუფლება თავდასხმაში ქურთების მუშათა კავშირს ადანაშაულებს, თუმცა მომხდარ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. 1984 წლიდან მოყოლებული ქურთების მუშათა პარტიის მიერ დამოუკიდებლობისათვის გამოცხადებულ ბრძოლას 40 ათასი ადამიანი შეეწირა.

XS
SM
MD
LG