Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთმა დაგმო დნესტრისპირეთში მიმდინარე რუსეთის სამხედრო სწავლებები


მოლდავეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო ნოტა მოსკოვს იმ სამხედრო სწავლებების გამო, რაც რუსეთის არმიამ წამოიწყო პრორუსული სეპარატისტების მიერ კონტროლირებად მოლდავეთის დნესტრისპირეთის რეგიონში. სამინისტროს მიერ 18 აგვისტოს განცხადებაში სამხედრო სწავლებები მოხსენიებულია, როგორც „დაუშვებელი, უკანონო და პროვოკაციული.“ კიშინიოვი აცხადებს, რომ მსგავსი ნაბიჯი „არღვევს მოლდავეთის ტერიტორიულ მთლიანობას“. ამ თვეში ეს უკვე მეორე რუსული სამხედრო სწავლებაა დნესტრისპირეთის რეგიონში.

XS
SM
MD
LG