Accessibility links

logo-print

ნანუაშვილი: წამებისა და ღირსების შემლახავი კადრების ხელმისაწვდომობა უნდა აღიკვეთოს


საქართველოს სახალხო დამცველი მოითხოვს, გატარდეს სამართლებრივი ღონისძიებები, წამებისა და ღირსების შემლახავი კადრების ხელმისაწვდომობის აღკვეთის მიზნით. აღნიშნულთან დაკავშირებით უჩა ნანუაშვილმა გაავრცელა სპეციალურ განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2016 წლის 15 აგვისტოს ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა წამებისა და ღირსების შემლახავი კადრები, სადაც კონკრეტული ადამიანების იდენტიფიცირებაა შესაძლებელი. „ვიდეო ჩანაწერების ხილვა იწვევს მასში აღბეჭდილი ადამიანების ღირსების შელახვას და მორალურ ტკივილს. ღირსება ადამიანის აბსოლუტურად დაცული სამართლებრივი სიკეთეა, რომლის დაცვაზეც სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას“, -აცხადებს ნანუაშვილი და მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, რათა აღკვეთონ ამ კადრების ხელმისაწვდომობა და ხილვადობა ინტერნეტ და სხვა საჯარო სივრცეში.

XS
SM
MD
LG