Accessibility links

logo-print

გონიოსთან გრძელდება ზღვაში დაკარგული სამხედრო მყვინთავების ძებნა


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით წუხელ ღამის განმავლობაშიც გრძელდებოდა გონიოში დაკარგული ორი სამხედრო მოსამსახურის ძებნის ოპერაცია, რომელშიც თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ყველა შესაბამისი ქვედანაყოფის გარდა, აშშ-ის ევროპული სარდლობისა და თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სამსახურის პერსონალიც მონაწილეობს. საქართველოს სამხედრო უწყების ინფორმაციით, სპეციალური ოპერაციის ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე შავ ზღვაზე მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ, როდესაც ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ, მათ ვეღარ შეძლეს წყლის ზედაპირზე ამოსვლა. საქართველოს სამხედრო პოლიციამ უკვე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის 116-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც „ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს“.

XS
SM
MD
LG