Accessibility links

ბუქარესტი უარყოფს თურქეთიდან აშშ-ის ბირთვული იარაღის რუმინეთში გადატანას


რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კატეგორიულად უარყო“ მედიით გავრცელებული ცნობა, თურქეთიდან აშშ-ის კუთვნილი ბირთვული იარაღის რუმინეთში გადატანის თაობაზე. ვებსაიტმა Euractiv.com-მა ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად აშშ-მა დაიწყო თურქეთის ინჯილირკის საავიაციო ბაზიდან ბირთვული იარაღის გადატანა რუმინეთის დევესელუს საავიაციო ბაზაზე. თვის დასაწყისში, ვაშინგტონში მდებარე სტიმოსონის კვლევითამ ცენტრმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად დაახლოებით 50 ერთეული ბირთვული იარაღი ინახება თურქეთის ინჯილრიკის ბაზაზე, რომლის უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა 15 ივლისის სამხედრო პუტჩის დროს. პოლ ივანმა ევროპული პოლიტიკის ცენტრის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ტვიტერის გვერდზე დაწერა, რომ „რუმენითი არ არის ნატოს ბირთვული იარაღის ერთობლივი გამოყენების პოლიტიკის ნაწილი“, რის გამოც ასეთი ნაბიჯი „პოლიტიკურად ძალიან სარიკსოა“. 2 აგვისტოს აშშ-ის კონგრესის კვლევითმა ცენტრმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ ექსპერტთა უმრავლესობის აზრით ინჯილრიკის ბაზაზე არსებული იარაღის კონტორლი შესუსტდა და იგი აღარ არის დაცული მოპარვისგან.

XS
SM
MD
LG