Accessibility links

პაატა ბურჭულაძის პარტია ვაშაძე-ჯაფარიძე-კაციტაძის ბლოკს შეუერთდა


რამდენიმე საარჩევნო ბლოკი „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”, ”გირჩი”, ”ახალი მემარჯვენეები” და ”ახალი საქართველო” 18 აგვისტოს ერთ საარჩევნო პლატფორმაში გაერთიანდა. მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის ლიდერის პაატა ბურჭულაძის განცხადებით, შეიქმნა ახალი პოლიტიკური პლატფორმა, რომლის სახელწოდებაა ”პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”. პრობლემების ირგვლივ გაერთიანება არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, ჩვენ უარს ვამბობთ შურისძიებასა და დაპირისპირებაზე, - ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ პოლიტიკური პლატფორმა „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა. ვაშაძის განცხადებით, მზად არიან მოლაპარაკებები აწარმოონ სხვა პარტიებთანაც, თუკი მათთან ექნებათ საერთო პოლიტიკური შეხედულება ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG