Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ცესკომ საკრებულოების შუალედური არჩევნები უნდა დანიშნოს


დღეს არის ბოლო დღე, როცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკრებულოების შუალედური არჩევნები უნდა დანიშნოს, თუკი ამ არჩევნების გამართვა 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებთან ერთად არის გადაწყვეტილი. ანალოგიურად, თუკი ხელისუფლება გამგებლებისა და მერების რიგგარეშე არჩევნების დამთხვევას 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის აპირებს, ეს არჩევნებიც პრეზიდენტმა დღეს უნდა გამოაცხადოს. როგორც ცნობილია, ”ქართულმა ოცნებამ” პარლამენტის მთელ რიგ მაჟორიტარულ ოლქებში მოქმედი მერები, გამგებლები და საკრებულოს წევრები წარადგინა. ეს შესაბამის ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას იწვევს.

XS
SM
MD
LG