Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლიმპიადის მედალოსნებს ფულად ჯილდოებს გადასცემენ


საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ტალახაძეს, ფულადი პრემიის სახით, 170 ათას ლარს გამოუყოფენ. ამავე დადგენილების თანახმად, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი 102 ათას ლარს მიიღებს, ხოლო ბრინჯაოს მედალოსანი - 68 ათას ლარს. 19 აგვისტოს მონაცემებით, ოლიმპიადაზე ქართველმა სპორტსმენებმა ასეთი შედეგი აჩვენეს: "ოქრო" - ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა), "ვერცხლი" - ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო), "ბრინჯაო" - ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო), შმაგი ბოლქვაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) და ირაკლი თურმანიძე (ძალოსნობა).

XS
SM
MD
LG