Accessibility links

logo-print

პარლამენტის კომიტეტი განიხილავს როლანდ ახალაიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას


საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე განიხილავს როლანდ ახალაიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს. 26 ივლისს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ როლანდ ახალაია დამნაშავედ ცნო სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორად მუშაობის პერიოდში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. ამნისტიის კანონის და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, უზენაესმა სასამართლომ როლანდ ახალაიას შეუფარდა ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით და 2 წლითა და 3 თვის ვადით ჩამოართვა თანამდებობის დაკავების უფლება. პარლამენტის წევრის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა იწვევს დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას. როლანდ ახალაია ზუგიდიდს მაჟორიტარი დეპუტატია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.“

XS
SM
MD
LG