Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი სირიაში 48-საათიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა


რუსეთი სირიის ქალაქ ალეპოში 48-საათიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა მას შემდეგ, რაც 18 აგვისტოს გავრცელდა ვიდეო, რომელზეც დაბომბვას გადარჩენილი მდუმარე პატარა ბიჭი ჩანს. დაქანცული და შეძრწუნებული ბიჭის, სისხლიანი და მტვრიანი სახე გამოხატავს მთელ იმ საშინელებას, რაც სამთავრობო ჯარების მრავალთვიან ალყაში მყოფი სირიელი მეამბოხეების საყრდენ ქალაქ ალეპოში ხდება. ცეცხლის შეწყვეტა ქალაქში მომავალ კვირაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანას შეუწყობს ხელს და იქცევა ერთგვარ „საპილოტე პროექტად“ სამომავლოდ შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების დროს, - განაცხადა 18 აგვისტოს რუსმა გენერალმა იგორ კონაშენკოვმა. გენერლის თქმით, რუსეთი უზრუნველყოფს ალეპოს დასახმარებლად განკუთვნილი გაეროს ჰუმანიტარული მისიის დაცვას.

XS
SM
MD
LG