Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ყირიმში სამხედრო სწავლებებს ატარებს


რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულის გარშემო მოსკოვმა დაიწყო სამხედრო-ლოგისტიკური სწავლებები. რუსეთის საინფორმაციო სააგენტო რია-ნოვოსტის თანახმად, სწავლების ამოცანაა რუსეთიდან სამხედრო ნაწილების, ტექნიკისა და შეიარაღების ოპერატიული ტრანსპორტირება. სწავლებაში 2500 სამხედრო, 350 ერთეული ჯავშანმანქანა, დიდი სადესანტო გემი, წყალქვეშა ნავი და სხვადასხვა ქვედანაყოფები ღებულობენ მონაწილეობას. სწავლების მიმდინარეობას 17 აგვისტოს რუსეთის საპორტო ქალაქ ნოვოროსიისკში, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ დაესწრო. რუსეთსა და უკრაინას შორის ვითარება უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც აგვისტოს დასაწყისში რუსეთმა გამოაცხადა უკრაინის დივერსიული ჯგუფის დაკავება ყირიმის ნახევარკუნძულზე. თავის მხრივ კიევი უარყოფს დივერსიული ჯგუფთან კავშირს და აცხადებს, რომ მოსკოვი ეძებს მიზეზს მინსკის სამშვიდობო შეთანხმების ფორმატიდან გამოსვლისათვის.

XS
SM
MD
LG