Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელს ვიქტორ იანუკოვიჩის ლობირებაში ამხელენ


ამერიკული სააგენტო ასოშიეიტედ პრესი იუწყება, რომ ხელში ჩაუვარდა ელექტრონული მიმოწერა, რომლის თანახმად, კომპანია, რომელიც დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი, პოლ მანაფორტს ეკუთვნის, თავის დროზე უკრაინის ყოფილი პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს ლობირებდა. 18 აგვისტოს უკრაინის ნაციონალურმა ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოაქვეყნა ამონარიდი უკრაინის ყოფილი მმართველი „რეგიონთა პარტიის“ საბუღალტრო აღრიცხვიდან, რაც ადასტურებს 12 მილიონი დოლარის „შავი ფულის“ გამოყოფას მანაფორტისათვის. თუმცა, დოკუმენტებით არ ჩანს, რომ აღნიშნული თანხა მანაფროტმა მართლა მიიღო. პრორუსულად განწყობილ უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან მანაფორტის კავშირის სააშკარაოზე გამოტანა იმ დროს მოხდა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი მზარდ კრიტიკას აწყდება რუსეთთან დაკავშირებით მის მიერ გამოთქმული მეგობრული შეხედულებების გამო. დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის უფროსის ადვოკატები უარყოფენ მანაფორტის მხრიდან რაიმე უკანონობაში მონაწილეობას.

XS
SM
MD
LG