Accessibility links

logo-print

გადადგა დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი


19 აგვისტოს პოსტი დატოვა დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელმა პოლ მანაფორტმა. მის გადადგომას წინ უძღოდა სკანდალური ბუღალტრული ამონარიდის გამოქვეყნება. დოკუმენტის თანახმად, კომპანია, რომელიც დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელ, პოლ მანაფორტს ეკუთვნის, თავის დროზე უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს ლობირებდა. პრორუსულად განწყობილ უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან მანაფორტის კავშირის სააშკარაოზე გამოტანა იმ დროს მოხდა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი მზარდ კრიტიკას აწყდება რუსეთთან დაკავშირებით მისი მეგობრული შეხედულებების გამო. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მიიღო მანაფორტის გადადგომა.

XS
SM
MD
LG