Accessibility links

logo-print

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ჩადრის ტარების ნაწილობრივ აკრძალვას მოითხოვს


გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი თომას დე მეზიე აცხადებს, რომ მხარს უჭერს ჩადრის ტარების აკრძალვას სკოლებსა და სახელმწიფო დაწესებულებებში. ამის შესახებ პარასკევს გამართულ ერთობლივ კონფერენციაზე ფედერალურმა და ცალკეული მიწების შინაგან საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს. უფრო ადრე ჩადრის ტარების აკრძალვას მხარი დაუჭირა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა. თომას დე მეზიე მიიჩნევს, რომ ტრადიციული მუსულმანური ტანსაცმლის ტარება გერმანულ საზოგადოებაში მიგრანტთა ინტეგრაციას აფერხებს. შინაგან საქმეთა მინისტრების კონფერენციაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ქვეყანაში უსაფრთხოების ზომების გაძლიერების შესახებ. კერძოდ, ტერორიზმის საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში იგეგმება სპეცსამსახურების უფლებამოსილების გაფართოება, პოლიციელთა რიცხოვნებისა და სათვალთვალო კამერების რაოდენობის გაზრდა.

XS
SM
MD
LG