Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილდირიმი: თურქეთი უფრო აქტიურ როლს ითამაშებს სირიის კონფლიქტის მოგვარებაში


თურქეთის პრემიერ-მინისტრის, ბინალი ილდირიმის თქმით, უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში თურქეთი უფრო აქტიურ როლს ითამაშებს სირიის კონფლიქტის მოგვარებაში, რათა ხელი შეუშალოს ეთნიკურ ნიადაგზე ქვეყნის დაშლას. ილდირიმის თქმით, სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა შესაძლოა ითამაშოს გარკვეული როლი გარდამავალ პერიოდში, მაგრამ არა სირიის მომავალში. თურქეთი შიშობს, რომ შეიარაღებულმა სირიელმა ქურთებმა შესაძლოა ხელი შეუწყონ თურქეთში მცხოვრები ქურთების ამბოხებას.

XS
SM
MD
LG