Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ჯარებმა თალიბებთან ბრძოლებში კვლავ დაიბრუნეს სტრატეგიული მნიშვნელობის ოლქი


ავღანეთის ჯარებმა თალიბებთან ბრძოლებში კვლავ დაიბრუნეს სტრატეგიული მნიშვნელობის ოლქი ხანაბადი პროვინცია ყუნდუზში. როგორც ყუნდუზის გუბერნატორმა ასადულა ომარხილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ხანაბადი მთლიანად სამთავრობო ჯარების კონტროლქვეშაა. მანამდე ხანაბადი ავღანელმა თალიბებმა ჩაიგდეს ხელში და სამთავრობო ჯარები აიძულეს, დაეტოვებინათ პროვინციის დედაქალაქი. პოლიციის ცნობით, მეამბოხეებმა იერიშები განახორციელეს ყუნდუზში, ალიბადის ოლქში, მაგრამ მას კვლავაც სამთავრობო ძალები აკონტროლებენ. ხუთი დღის წინ თალიბებმა ხელში ჩაიგდეს მეზობელი ბაღლანის პროვინცია. მწვავე ბრძოლების შესახებ იტყობინებიან სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციიდან და აღმოსავლეთში მდებარე პროვინცია ნანგარჰარიდან. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამთავრობო ძალები თალიბებს 34 პროვინციიდან, სულ მცირე, 15-ში ებრძვიან.

XS
SM
MD
LG