Accessibility links

logo-print

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ხელახლა შეამოწმებს რუსეთის ნაკრების სპორტსმენთა სადოპინგო სინჯებს


საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ხელახლა შეამოწმებს რუსეთის ნაკრების სპორტსმენთა სინჯებს, რომლებიც დოპინგის შემცველობის შესამოწმებლად აიღეს 2014 წელს სოჭის ოლიმპიური თამაშებისთვის, განაცხადა შაბათს კომიტეტის ხელმძღვანელმა თომას ბახმა. მისი სიტყვებით, ყოველ სპორტსმენზე სათითაოდ მიიღებენ გადაწყვეტილებას. კომიტეტმა განიხილა რუსეთის სპორტსმენების დისკვალიფიკაციის, შემდეგი ოლიმპიადიდან მათი მოხსნისა და მედლების შესაძლო ხელახალი გადანაწილების საკითხი. ბახმა აღნიშნა, რომ თუკი მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს მიერ ჩატარებულ გამოკვლევაში აღწერილი ყველა შემთხვევა დადასტურდება, მაშინ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი სანქციებს დაუწესებს რუსეთის სპორტის სამინისტროს ოფიციალურ პირებს. ივლისში მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტომ წარმოადგინა ანგარიში, რომლის თანახმად, რუსეთის ანტისადოპინგო ლაბორატორიები განზრახ მალავდნენ სპორტსმენების მიერ დოპინგის გამოყენების დამადასტურებელ სინჯებს.

XS
SM
MD
LG