Accessibility links

logo-print

თურქეთში ქორწილის დროს ბომბის აფეთქებას მინიმუმ 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა


სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში ქორწილის დროს ბომბის აფეთქებას მინიმუმ 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტერაქტი შაბათს ღამით მოხდა ქალაქ გაზიანტეპში. დაჭრილია 94 ადამიანი. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა მომხდარში დაადანაშაულა ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“. მისი თქმით, ამგვარი თავდასხმების მიზანია ქიშპის გაღვივება ეთნიკურ და რელიგიურ საფუძველზე. პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, მეჰმეტ შიმშეკმა განაცხადა, რომ „ბარბაროსული“ თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. ჯერჯერობით არავის უკისრია მომხდარისთვის პასუხისმგებლობა. გეზიანტეპი სირიის საზღვრიდან 64 კილომეტრზე მდებარეობს. უკანასკნელი წლის განმავლობაში სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, რომელიც ძირითადად ქურთებითაა დასახლებული, ქურთი მებრძოლების ან „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ მოწყობილი რამდენიმე აფეთქება მოხდა.

XS
SM
MD
LG