Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა წარმოადგინა მის მიერ შექმნილი გრძელი რადიუსის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა


ირანმა გამოაქვეყნა სურათები, რომლებზეც აღბეჭდილია მის მიერ შექმნილი გრძელი რადიუსის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა „ბავარ-373“. 21 აგვისტოს გავრცელებულ ფოტოებზე ნაჩვენები არიან პრეზიდენტი ჰასან როჰანი და თავდაცვის მინისტრი ჰოსეინ დეჰღანი თავდაცვის სისტემის ფონზე. ირანის მედიის ცნობით, როჰანიმ მოინახულა ობიექტი, სადაც შეიქმნა ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემა. დეჰღანიმ თქვა, რომ „ბავარ-373“ შეიქმნა ფრთოსანი რაკეტების, დრონების, სამხედრო თვითმფრინავებისა და ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ საბრძოლველად. სატელევიზიო გამოსვლაში როჰანიმ განაცხადა, რომ ირანის სამხედრო ბიუჯეტი ორჯერ და უფრო მეტად გაიზარდა გასულ წელთან შედარებით. „თუკი ძალგვიძს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან მოლაპარაკების მაგიდის გარშემო დისკუსია, ამის მიზეზია ეროვნული ძალაუფლება, ეროვნული ერთიანობა“, თქვა ირანის პრეზიდენტმა. 21 აგვისტოს როჰანიმ ასევე ფართო საზოგადოებას წარუდგინა ირანში შექმნილი პირველი სამხედრო თვითმფრინავის ძრავი.

XS
SM
MD
LG