Accessibility links

ეგვიპტეში ორი პოლიციელი დაიღუპა საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე თავდასხმის შედეგად


ეგვიპტის ხელისუფლების ცნობით, კვირას დილით ორი პოლიციელი დაიღუპა, როცა შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს საკონტროლო-გამშვებ პუნქტს კაიროში. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, სამმა პირმა, რომელიც უნომრო ავტომანქანაში იჯდა, ცეცხლი დაუშინა სადათ სიტიში მდებარე საკონტროლო-გამშვებ პუნქტს. თავდასხმის შედეგად სამი პოლიციელი და ორი სამოქალაქო პირი დაიჭრა. მიმდინარეობს გამოძიება.

XS
SM
MD
LG