Accessibility links

logo-print

გენო პეტრიაშვილმა ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა


რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ ჭიდაობაში 125 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ქართველმა სპორტსმენმა გენო პეტრიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან გადამწყვეტ შეხვედრაში დაამარცხა ამერიკელი ტერველ დლაგნევი 10:0. პეტრიაშვილის მედლის შემდეგ საქართველოს მთლიანობაში შვიდი მედალი აქვს.

XS
SM
MD
LG