Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა გააფრთხილა რუსეთი, რომ დაიცავს სირიაში მყოფ თავის სამხედრო მოსამსახურეებს


აშშ-მა გააფრთხილა რუსეთი, რომ აპირებს დაიცვას სირიაში მყოფი თავისი სამხედრო მოსამსახურეები, თუკი მათ რუსეთისა და სირიის სამთავრობო ავიაცია დაბომბავს. ამის შესახებ კვირას განაცხადა სირიასა და ერაყში აშშ-ის ჯარების სარდალმა სტივენ ტაუნსენდმა. სამხედრო მეთაურმა აღნიშნა, რომ აშშ-ის თავდაცვის სამინისტომ რუსეთის მხარეს გადასცა ინფორმაცია ამერიკის ჯარების განლაგების შესახებ. მისი სიტყვებით, რუსეთმა ეს ინფორმაცია სირიის სამხედროებს მიაწოდა. მიმდინარე კვირაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჯარებმა საავიაციო დარტყმები განახორციელეს ქალაქ ჰასაკის იმ რაიონებში, რომლებსაც ქურთები აკონტროლებენ. დარტყმის ქვეშ მოყვნენ ამერიკელი ინსტრუქტორები, რომლებიც ქურთებთან თანამშრომლობენ ამ რაიონში.

XS
SM
MD
LG