Accessibility links

სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში ქორწილის დროს ბომბის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 51-ს მიაღწია


სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში ქორწილის დროს ბომბის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 51-ს მიაღწია. ტერაქტი შაბათს ღამით მოხდა ქალაქ გაზიანტეპში. დაჭრილია ასამდე ადამიანი. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა მომხდარში დაადანაშაულა ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“. მან თქვა, რომ თვითმკვლელი ტერორისტი იყო 12-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვი და რომ დეტონაცია ან მან განახორციელა ან სხვებმა. ერდოანის სიტყვებით, ამგვარი თავდასხმების მიზანია ქიშპის გაღვივება ეთნიკურ და რელიგიურ საფუძველზე. გეზიანტეპი სირიის საზღვრიდან 64 კილომეტრზე მდებარეობს. უკანასკნელი წლის განმავლობაში სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, რომელიც ძირითადად ქურთებითაა დასახლებული, ქურთი მებრძოლების ან „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ მოწყობილი რამდენიმე აფეთქება მოხდა.

XS
SM
MD
LG