Accessibility links

logo-print

სუს-ი აცხადებს, რომ აღკვეთა ტერორისტული აქტი


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ აღკვეთა ტერორისტული აქტი საქართველოს ტერიტორიაზე. უწყების ცნობით საქართველოს 5 მოქალაქე სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთზე აფეთქებას ამზადებდა. ასევე, ამავე საქმესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დააკავეს საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი და კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე. გამოძიება აცხადებს, რომ ჯგუფის წევრები გაემგზავრნენ ჟინვალი-შატილის საავტომობილო გზის მახლობლად ტყის მასივში იარაღის სამალავთან, ასაფეთქებელი ნივთიერებების ამოიღეს და ავტომანქანაში მოათვსეს, რა დროსაც დააკავეს სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა. უწყების ცნობით, გამომძიებლების მიერ სამალავის დათვალიერების შედეგად ამოიღეს დამატებით 3 ერთეული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდებით და საბრძოლო მასალა. ერთ-ერთი დაკავებულის ბინაში, მისი პერსონალური კომპიუტერიდან ამოღებულია რუკა, სადაც დატანილია ის ადგილები, რომლის აფეთქებასაც გეგმავდნენ.

XS
SM
MD
LG