Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის თანახმად, რუსეთმა ჯერჯერობით შეწყვიტა მისი სამხედრო ბაზების გამოყენება


ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთი დროებით აღარ გამოიყენებს ჰამადანის სამხედრო ბაზას. 22 აგვისტოს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე სამინისტროს წარმომადგენელმა ბაჰრამ გასემიმ განაცხადა, რომ რუსეთს არა აქვს ბაზა ირანში, იქ არავინაა განთავსებული და რუსეთმა ირანის ბაზა გამოიყენა სამხედრო ოპერაციისათვის, რომელიც დასრულებულია. გასემიმ დასძინა, რომ რუსეთმა დროებით ითხოვა ბაზის გამოყენება. მანამდე ირანის თავდაცვის მინისტრმა გააკრიტიკა რუსეთის მიერ ირანის სამხედრო ბაზის გამოყენება სირიაში იერიშების განსახორციელებლად და თქვა, რომ რუსეთს უნდა საკუთარი ძლიერების დამტკიცება. თეირანი და მოსკოვი მხარს უჭერენ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს და ეხმარებიან მას ძალაუფლების შენარჩუნებაში.

XS
SM
MD
LG