Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი აცხადებს, რომ სირიის საზღვარი „სრულად უნდა განიწმინდოს“


თურქეთი აცხადებს, რომ საზღვარი სირიასთან „სრულად უნდა გაიწმინდოს“ ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებებისგან. მთავრობის განცხადებით ისლამური სახელმწიფოა პასუხისმგებელი ქვეყნის სამხრეთში მომხდარ თავდასხმაზე, როდესაც ქორწილის დროს ბომბის აფეთქების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ასამდე დაიჭრა. ტერაქტი შაბათს ღამით მოხდა ქალაქ გაზიანტეპში. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა თქვა, რომ თვითმკვლელი ტერორისტი იყო 12-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვი და რომ დეტონაცია ან მან განახორციელა ან სხვებმა. ერდოანის სიტყვებით, ამგვარი თავდასხმების მიზანია ქიშპის გაღვივება ეთნიკურ და რელიგიურ საფუძველზე. გეზიანტეპი სირიის საზღვრიდან 64 კილომეტრზე მდებარეობს.

XS
SM
MD
LG