Accessibility links

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოში ტერორისტული აქტი აღკვეთა


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართული ბრიფინგის თანახმად, უწყებამ საქართველოში ტერორისტული აქტი აღკვეთა. გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს ხუთი მოქალაქე სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთზე აფეთქებას ამზადებდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 20 აგვისტოს, რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებისა და ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავა. ამ პირების გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაკავებულია საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე.

XS
SM
MD
LG