Accessibility links

logo-print

„პარტიზანი მებაღეები“ თბილისის მერიასთან მორიგ აქციას გამართავენ


„პარტიზანი მებაღეები“ თბილისის მერიასთან მორიგ აქციას გამართავენ. ისინი დღევანდელ აქციაზე კიდევ ერთხელ მოითხოვენ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელთან და მის მოადგილესთან შეხვედრას. მეექვსე დღეა, თბილისის მერიასთან შიმშილობს პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე. აქცია 18.00 საათზე დაიწყება. პარტიზანი მებაღის, მარიამ ბაქრაძის თქმით, დღემდე თბილისის მერიიდან მათ არავინ გამოხმაურებია და პირადად მათ არავინ შეხვედრია: „ჩვენ არ ვაპირებთ მათ კაბინეტში შეხვედრას, რადგან ამას აზრი არ აქვს. ჩამოვიდნენ აქ და მედიის თანდასწრებით გვესაუბრონ. ამდენი ხანია, არავინ გვეხმაურება, გამოდის, რომ გვასულელებენ. დღეს ყველანაირად შევეცდებით, რომ მათ ხმა მივაწვდინოთ“, - ამბობს მარიამ ბაქრაძე.

XS
SM
MD
LG