Accessibility links

logo-print

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები თბილისის მერს საკრებულოში იბარებენ


საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები 25 აგვისტოს თბილისის მერს, დავით ნარმანიას, საკრებულოში იბარებენ. როგორც ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, ყაზბეგის 24 ნომერში, ათეულობით ხის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თბილისის მერიაში ბევრი სისტემური ხარვეზია, რაზეც თბილისის მერი და მერიის ხელმძღვანელობა პასუხისმგებლობას არ იღებს. ”ამიტომ, ჩვენ ხუთშაბათს საკრებულოში ვიბარებთ თბილისის მერს, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მოუწევს, პასუხი გასცეს ამ და სხვა შეკითხვებს, რომელიც მოქალაქეებს აწუხებთ”, - განაცხადა აბესაძემ.

XS
SM
MD
LG