Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილი ტელეეთერს დაუბრუნდება


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია GDS-ის ახალ სატელევიზიო პროექტში სექტემბრიდან მიიღებს მონაწილეობას. მისი თანაწამყვანები ჟურნალისტები მიშა ფეიქრიშვილი და ნათია თოიძე იქნებიან. გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის, მიშა ფეიქრიშვილის თქმით ეს იქნება ტელეკომპანიის წინასაარჩევნო პროექტი, რომელშიც მონაწილეობას ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიიღებს და წამყვანების შეკითხვების გარდა სხვა ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხებს. გადაცემა კვირაში ერთხელ, პირდაპირ ეთერში გავა.

XS
SM
MD
LG