Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა ტერაქტის საქმეზე დაკავებულებს


თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერაქტის მომზადების საქმეზე ბრალდებულ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 22 აგვისტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოში ტერორისტული აქტის აღკვეთის შესახებ განაცხადა. გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს 5 მოქალაქე სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთზე აფეთქებას ამზადებდნენ. ამ პირების გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაკავებულია საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე - მოქალაქე ი.ბ. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 ოქტომბერს ჩაინიშნა.

XS
SM
MD
LG