Accessibility links

აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი თურქეთის არშემდგარი პუტჩის გამო დააპატიმრეს


აზერბაიჯანში დააპატიმრეს ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის აქტივისტი, რომელიც ბრალდებულია გასულ თვეში თურქეთის არშემდგარ პუტჩთან კავშირში. 22 აგვისტოს ბაქოს სასამართლომ სამი თვით პატიმრობა შეუფარდა ქვეყნის წამყვანი ოპოზიციური პარტიის „სახალხო ფრონტის“ ერთ-ერთ ლიდერ, ფაიგ ამიროვს. პროკურატურა ამიროვს რელიგიური შუღლის გაღვივებაში დებს ბრალს. პოლიციამ ოპოზიციონერს აღმოუჩინა აშშ-ში მყოფი სასულიერო პირის ფეთულა გიულენის წიგნები. თურქეთის ხელისუფლება გიულენს მიიჩნევს ივლისის არშემდგარი სამხედრო პუტჩის ორგანიზატორად და ვაშინგტონისაგან მის ექსტრადიციას მოითხოვს. ფაიგ ამიროვის ადვოკატმა პროკურატურის ბრალდებებს „აბსურდული“ უწოდა და განაცხადა, რომ გიულენის წიგნები არ არის აკრძალული ბაქოში და ისინი არ შეიცავენ „სიძულვილის პროპაგანდას“. აზერბაიჯანს მჭიდრო კავშირი აქვს თურქეთთან. არშემდგარი სამხედრო პუტჩის შემდეგ, ბაქომ მტკიცედ დაუჭირა მხარი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანს.

XS
SM
MD
LG