Accessibility links

ნატა ფერაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია


„პარტიზანი მებაღეების“ წარმომადგენლის, ნატა ფერაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის საავადმყოფოდან სახლში გაწერეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” „პარტიზანი მებაღეების” წარმომადგენლებმა აცნობა. ნატა ფერაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინ, შიმშილობის მეექვსე დღეს გართულდა და მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. როგორც „პარტიზანი მებაღეები“ ამბობენ, ნატა ფერაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შიმშილობა შეწყვიტა და რეაბილიტაციისთვის საჭირო პერიოდს იურიდიული საკითხების მოსამზადებლად გამოიყენებს, რათა თბილისის საკრებულოში მისულ დედაქალაქის მერს მომზადებული კითხვები დაუსვას. მათივე თქმით, თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილის გადადგომისა და აღნიშნული სამსახურის სტრუქტურული ცვლილების მოთხოვნით შიმშილობის აქცია არ შეწყვეტილა და ნატა ფერაძის ნაცვლად პროტესტის უკიდურეს ზომას ამჯერად ელენე მალაშევსკი-ჯაყელმა მიმართა. ნატა ფერაძემ თბილისის მერიასთან შიმშილობა დაიწყო 17 აგვისტოს ყაზბეგის 22 ნომერში ხეების მოჭრის გამო.

XS
SM
MD
LG