Accessibility links

მერკელი შეძრწუნებულია ალეპოს კატასტროფის მასშტაბებით


გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა "კოშმარული" უწოდა ვითარებას სირიის ქალაქ ალეპოში. მისი თქმით, სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ასადმა და რუსეთმა ბევრად მეტი უნდა გააკეთონ, რათა ხალხის ტანჯვა შეამსუბუქონ. მეკრელმა მკაცრად გააკრიტიკა ასადი და მოსკოვი. მან სრულიად არასაკმარისი უწოდა ასადის და მისი მოკავშირის, რუსეთის წინადადება, ყოველდღიურად სამი საათით შეწყვიტონ ცეცხლი. მან ასეთ მიდგომას ინტერვიუში, რომელიც ბავარიის პრესას მისცა, ცინიკური უწოდა. ჰუმანიტარული ორგანიზაციები აცხადებენ, რომ სამი საათი საკმარისი არ არის საჭირო პროდუქტით ხალხის მოსამარაგებლად. მერკელის თქმით, საჭიროა სულ მცირე 48 საათით ცეცხლის შეწყვეტა, როგორც გაერო მოითხოვს. ალეპო ორ ნაწილადაა გაყოფილი, ერთს სირიის არმია აკონტროლებს, მეორეს, უფრო მცირეს, მეამბოხეები.

XS
SM
MD
LG