Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ყუმბარა ესროლეს


ყუმბარა ესროლეს კოსოვოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობას, რასაც მცირე დაზიანება მოჰყვა. პოლიციის ცნობით, 22 აგვისტოს, გვიან ღამით, პრიშტინაში, ყუმბარა ისროლეს რადიო და ტელემაუწყებლის ეზოში. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. თავდასხმა დაგმეს მთავრობამ და პოლიტიკურმა პარტიებმა, და ის სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმად შეაფასეს. აფეთქების ფონია პოლიტიკური დაძაბულობა სერბიის ყოფილ ოლქში მას მერე, რაც ჩერნოგორიასთან სასაზღვრო დემარკაციის შეთანხმება გაფორმდა და სერბიასთან დაიდო ხელშეკრულება, რომელიც სერბებს მეტ ძალაუფლებას ანიჭებს. ოპოზიციამ რამდენჯერმე სცადა ხელი შეეშალა პარლამენტის მუშაობისთვის ცრემლმდენი გაზის გაშვებით და კვერცხების დაშენით.

XS
SM
MD
LG