Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო ერაყს აკრიტიკებს სიკვდილით დასჯის ფაქტების გამო


გაერომ განაცხადა, რომ ერაყმა სიკვდილით დასაჯა 36 ადამიანი სათანადო სასამართლო პროცესის გარეშე. სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, მათი ჩამოხრჩობა მოხდა 21 აგვიტოს, სამხრეთის ერთ-ერთ საპატიმროში. სიკვდილით დასჯილები სუნიტი მაჰმადიანები, შეირაღებული რაზმების წევრები არიან, რომლებსაც ბრალად ედებოდათ 1700, უმეტესად შიიტი, ჯარისკაცის მკვლელობა. გაეროს თანახმად, მათი დამნაშავედ ცნობა მოხდა მხოლოდ საიდუმლო ინფორმანტების ცნობებზე და აღიარებით ჩვენებზე დაყრდნობით, რომლებიც, სავარაუდოდ, ზეწოლის ქვეშაა მოპოვებული. გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის უწყების წარმომადგენლის, სესილ პუილის თანახმად, ბრალდებულების დამცველი, რომელიც პროცესზე მივიდა, პროცესში არ ჩარეულა, მხოლოდ ერთი მცირე კომენტარი გააკეთა განაჩენის გამოცხადებამდე. ამ პროცესის თაობაზე გაერომ ერაყი გააფრთხილა.

XS
SM
MD
LG