Accessibility links

ცენტრალურ იტალიაში 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა


ცენტრალურ იტალიაში 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა. ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაღუპულია 13 ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობა 100-ს აღწევს. სტიქიის ეპიცენტრი, იტალიის ცენტრალურ რეგიონში, ქალაქ პერუჯის სამხრეთ-აღმოსავლეთში დაფიქსირდა. სტიქიის შედეგად სერიოზული ზიანი მიადგა ეპიცენტრთან მდებარე პატარა ქალაქებს. ქალაქ ამატრიჩეს მერის განცხადებით, ნახევარი ქალაქი აღარ არსებობს, მოწყვეტილია საავტომობილო გზები, მოქალაქეები კი ნანგრევებში არიან მოყოლილი. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება სხვადასხვა სოფლიდანაც. მიწისძვრის სიმძლავრემ ქალაქ რომამდეც მიაღწია, სადაც შენობები 20 წამის განმავლობაში ირყეოდა.

XS
SM
MD
LG