Accessibility links

logo-print

თურქეთმა აშშ-ისგან ოფიციალურად მოითხოვა ფეთჰულა გიულენის ექსტრადირება


თურქეთმა აშშ-ისგან ოფიციალურად მოითხოვა ფეთჰულა გიულენის ექსტრადირება. თურქული პრესის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა განაცხადა. მისი თქმით, ამერიკული მხარე გადაწყვეტილებას მიიღებს იმ დოკუმენტების გაანალიზების შემდეგ, რომელიც მათ ბოლო პერიოდში გადაეცა. ტონერის განაცხადებით, თურქეთის მოთხოვნა გიულენის ექსტრადირების შესახებ არ უკავშირდება მის შესაძლო კავშირს თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობას. თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით, გასულ თვეში მომხდარი მოვლენების ორგანიზატორი სწორედ აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებელი ფეთჰულა გიულენია.

XS
SM
MD
LG