Accessibility links

გორის რაიონის სოფელ სობისის განაპირას დღეს დილიდან გამოჩნდნენ ფორმიანი შეიარაღებული პირები


გორის რაიონის სოფელ სობისის განაპირას დღეს დილიდან გამოჩნდნენ ფორმიანი შეიარაღებული პირები. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, აღნიშნულმა პირებმა სობისში მცხოვრებელი შალვა ჩილინდრიშვილის კუთვნილი ქერის მოსავლის აღება დაიწყეს.შეიარაღებულმა პირებმა ჩილინდრიშვილს განუცხადეს, რომ მისი სახნავ-სათესი ფართობი "საქართველოს ტერიტორიაზე არ მდებარეობს"."ჩემი ოჯახი წლებია ამ მიწის ნაკვეთს ფლობს. რა თქმა უნდა, ეს საქართველოს ტერიტორიაა და ამჟამადაც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს. თუმცა ოკუპანტები ჯერ კიდევ შარშან მოვიდნენ და გვითხრეს, რომ ჩემი ბაღის ნახევარი ანუ 6 ჰექტარი ე. წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზეა მოქცეული. ამ ფართობზე დაახლოებით 20 ტონა მოსავალი უნდა მიმეღო", - ამბობსშალვა ჩილინდრიშვილმა.

XS
SM
MD
LG