Accessibility links

logo-print

„პარტიზანმა მებაღეებმა“ თბილისის მერიაში შეხვედრა დატოვეს


თბილისის მერიაში მიმდინარე შეხვედრა „პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენელმა ნატა ფერაძემ და მისმა მომხრეებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ნატა ფერაძემ თბილისის მერს მოთხოვა თანამდებობები დაეტოვებინათ გამწვანებისა და ეკოლოგიის საქალაქო სამსახურის უფროსს და მისმა მოადგილს. პარტიზანმა მებაღეებმა შეხვედრა სიტყვიერი დაპირისპირების და ხმაურის შემდეგ დატოვეს, და განაცხადეს, რომ 19.00 საათზე, მერიის შენობის წინ აქციას განაახლებდნენ. შეხვედრის პარალელურად, თბილისის მერიასთან შეუძლოდ გახდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე ელენე მალაშევსკი-ჯაყელი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მერიასთან საჭირო გახდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანის ბრიგადის გამოძახება.

XS
SM
MD
LG