Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მტკიცებით სახელმწიფო შპს-ს ხელმძღვანელად სოსო ჯაჭვლიანის წარდგენა კორუფციის ნიშნებს შეიცავს


”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში” მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელად დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის წარდგენა კორუფციის ნიშნებს შეიცავს. საქართველოს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ფარგლებში ახალი სახელმწიფო შპს-ს შექმნა იგეგმება, რომლის ამოცანა კურორტ თეთნულდის განვითარება იქნება. და რომელსაც სათავეში სოსო ჯაჭვლიანი ჩაუდგება. სოსო ჯაჭვლიანი ამჟამად საქართველოს პარლამენტის წევრი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილეა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებაში ნათვამია, რომ სახელმწიფო კომპანიების არსებობა მიღებული პრაქტიკაა განვითარებულ დემოკრატიულ სახელმწიფოებში. მაგრამ, მსგავს კომპანიებთან დაკავშირებულია კორუფციის რისკები, შესაბამისად სახელმწიფო კომპანიების მართვის მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი მათ საქმიანობასა და მენეჯმენტში პარტიული ჩარევის პრევენციაა.

XS
SM
MD
LG