Accessibility links

იტალიაში იზრდება მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი


ცენტრალურ იტალიაში მომხდარ მიწისძვრას სულ მცირე 38 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. იტალიის სამოქალაქო დაცვის სააგენტო განცხადებით ეს რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება, რადგან დიდია დაკარგულთა რაოდენობა. იტალიის პრემიერ-მინისტრმა მატეო რენციმ განაცხადა, რომ პირველი რიგის პრიორიტეტი ნანგრევების გაწმენდა და ადამიანების გადარჩენაა. 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი იტალიის ცენტრალურ რეგიონში, ქალაქ პერუჯის სამხრეთ-აღმოსავლეთში დაფიქსირდა. სტიქიის შედეგად სერიოზული ზიანი მიადგა ეპიცენტრთან მდებარე პატარა ქალაქებს. ქალაქ ამატრიჩეს მერის განცხადებით, ნახევარი ქალაქი აღარ არსებობს, მოწყვეტილია საავტომობილო გზები, მოქალაქეები კი ნანგრევებში არიან მოყოლილი. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება სხვადასხვა სოფლიდანაც. მიწისძვრის სიმძლავრემ ქალაქ რომამდეც მიაღწია, სადაც შენობები 20 წამის განმავლობაში ირყეოდა.

XS
SM
MD
LG