Accessibility links

ჯონ კერი საუდის არაბეთში ჩავიდა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საუდის არაბეთში ჩავიდა, სადაც ის წარადგენს წინადადებებს, როგორ დასრულდეს იემენის 16 თვიანი კონფლიქტი, რომელსაც ექვსი ათას ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ნახევარი - მშვიდობიანი მოქალაქე. საუდის არაბეთი უდგას სათავეში არაბულ კოალიციას, რომელმაც 2015 წლის მარტიდან დაიწყო საჰაერო რეიდები და მოგვიანებით სახმელეთო ჯარები შეიყვანა, რათა მხარი დაეჭირა საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობისთვის მას მერე, რაც ჰუთის მომხრე შიიტ მეამბოხეთა რაზმებმაქვეყნის დიდი ნაწილი დაიკავეს.

XS
SM
MD
LG